კარანტინის ქვეშ – როგორ გამოიყურება ჩინეთის ქუჩები, გავრცელებული ეპიდემიის გამო (ვიდეო)

კარანტინის ქვეშ – როგორ გამოიყურება ჩინეთის ქუჩები, გავრცელებული ეპიდემიის გამო (ვიდეო)

205
გაზიარება

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, ქალაქ უჰანში, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, ქუჩები დაცარიელდა, მანქანები აღარ მოძრაობენ, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა ისევ იზრდება.

ქალაქი დახურულია. აკრძალულია როგორც იქ შესვლა, ისე ქალაქიდან გამოსვლა. არ მუშობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიებისა და აფთიაქების დახლები, თითქმის, დაცარიელდა. როდის დასრულდება ყველაფერი, არავინ იცის. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ქუჩაში ნიღბებით გადაადგილდება. ახალი წლის ღონისძიებები გაუქმდა.

ერთ-ერთმა უცხოელმა მამაკაცმა, რომელიც უჰანში ცხოვრობს და ადგილობრივ სკოლაში მუშაობს, გადაიღო ვიდეო, თუ როგორ მიდის მაღაზიაში. ის, თითქმის, მარტო იყო 11-მილიონიანი ქალაქის ქუჩებში.

კომენტარი