ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

95
გაზიარება

დიდ დიღომში გოდერძი ჩოხელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე 317 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, ჩოხელის ქუჩაზე 1690 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ” ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 145 419 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი