რა შენდება ლესელიძის N15-ში?

რა შენდება ლესელიძის N15-ში?

307
გაზიარება

მოქალაქე ელენე ზარანდიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაა ასახული.

„ისტორიით სავსე ქალაქი ისტორიის გარეშე. ვიღაც საუდელი არაბი შეიხი მორიგ მონსტრს აკვეხებს თბილისის ისტორიულ ცენტრში, ლესელიძის N15-ში, ანუ კ. აფხაზის !5 ( კათოლიკური ტაძრის გვერდით). ამ მშენებლობის ბანერზევე ეტყობა, რომ დარღვევებით შენდება“ – წერს მოქალაქე.

„სითი კვირა“ კომენტარისთვის დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ლესელიძის N15-ში 4-სართულიანი სასტუმრო შენდება.

„თბილისში, ლესელიძის 15-ში არქიტეტურის სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანებით, დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (სასტუმროს ფუნქციით). ხოლო 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, შეთანხმდა ესკიზი. 2018 წლის 15 ივნისს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, შენთანხმდა (მიწისზედა 4-სართულიანი) სასტუმროს არქიტექორული პროექტი.“ – აღნიშნეს არქიტექტურის სამსახურში.

კომენტარი