ყველაზე პოპულარული რესტორნის ისტორია და პირველი „მაკდონალდსი“ თბილისში

ყველაზე პოპულარული რესტორნის ისტორია და პირველი „მაკდონალდსი“ თბილისში

262
გაზიარება

ორმოციანი წლების ბოლოს კალიფორნიაში, სან-ბერნარდინოში დიკი და მაკი მაკდონალდები ავტომობილისტების მომსახურების მიზნით გახსნილი თავიანთი პატარა რესტორნის სრულყოფის გზებს ეძებდნენ. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ცოტათი შეეცვალათ თავიანთი ბიზნესი, რომელიც მათ ისედაც აძლევდათ საკმარისად დიდი თანხის – წელიწადში 200 000 დოლარის გამომუშავების საშუალებას, მათ გამოიგონეს აბსოლუტურად ახალი კონცეფცია, რომელიც ეფუძნებოდა სწრაფ მომსახურებას, დაბალ ფასებსა და დიდ მოცულობებს.

ისინი გადავიდნენ თვითმომსახურებაზე დახლთან, გადააკეთეს სამზარეულო, სადაც მთელი მოწყობილობა დამზადდა უჟანგავი ფოლადისაგან და გათვალისწინებული იყო მასობრივი წარმოებისა და სისწრაფისათვის. გარდა ამისა, მათ მკვეთრად შეამცირეს ისედაც კონკურენტუნარიანი ფასი ჰამბურგერებზე. როდესაც ძმები მაკდონალდების ახალი რესტორანი კვლავ გაიხსნა, საჭირო იყო გარკვეული დრო ბიზნესის „დასატრიალებლად”, მაგრამ მალევე აშკარა გახდა, რომ მათ ხელთ იყო ომისშემდგომი ამერიკის სული.

ხმები მათი წარმატების შესახებ სწრაფად გავრცელდა, ხოლო შენობა, მოპირკეთებული თეთრ-წითელი ფილებით, დახრილი სახურავითა და გვერდებზე ოქროსფერი თაღებით, ინდუსტრიის უცვლელი სიმბოლო გახდა.

ძმებ მაკდონალდებს არ სურდათ, პირადად გაეკონტროლებინათ მთელ ქვეყანაში ბიზნესის განვითარება, ამიტომ მათი განსაკუთრებული აგენტი, ფრენშაიზინგის მიმართულებით, რეი კროკი გახდა. 1955 წელს რეი კროკმა დააფუძნა ახალი საფრენშაიზინგო კომპანია სახელწოდებით „McDonald’s System, Inc”, ხოლო 1955 წლის 15 აპრილს ილინოისის შტატის ქალაქ დეს-პლენზში იგი ხსნის თავის პირველ „ოქროს თაღს”. აქედან იწყება კროკის „მაკდონალდსის” ისტორია.

რეი კროკმა შეინარჩუნა ძმები მაკდონალდების პრინციპები: შეზღუდული მენიუ, ხარისხიანი საკვები, საამწყობო ხაზის ტიპის წარმოების სისტემა და სწრაფი, კეთილგანწყობილი მომსახურება, რასაც დაუმატა სისუფთავის მაღალი სტანდარტები. ხარისხი, მომსახურების კულტურა, სისუფთავე და ხელმისაწვდომობა დღესაც რჩება “მაკდონალდსის” მუშაობის ძირითად პრინციპად.

პირველი რესტორანი აშშ-ს საზღვრებს გარეთ გაიხსნა კანადაში, შემდეგ ამას მოჰყვა გერმანია, ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი, ინგლისი და ა.შ. მაკდონალდსის რესტორნების გახსნა იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, რომ ინფორმაცია მთელი მსოფლიოს გაზეთების სათაურებში ხვდებოდა.

თბილისში 1999 წლის 5 თებერვლის დილას 7000 – ზე მეტი ადამიანი დადგა რიგში „მაკდონალდსის“ პირველ რესტორანში შესასვლელად. დღეში ამდენ სტუმარს მანამდე არცერთი რესტორანი არ ემსახურებოდა.

ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ უკვე არავითარი ეჭვი აღარ არსებობდა საქართველოში კომპანია „მაკდონალდსის” შემდგომი განვითარების პერსპექტივაზე.

ამჟამად საქართველოში ოპერირებს მაკდონალდსის 16 რესტორანი. კომპანიის 900 თანამშრომელი ყოველდღიურად ემსახურება, დაახლოებით, 120 00 სტუმარს

კომენტარი