ეროვნული არქივის 100 წლის იუბელესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართება

ეროვნული არქივის 100 წლის იუბელესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართება

74
გაზიარება

2020 წელს საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. 1920 წლის 23 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით დაარსდა პირველი საარქივო დაწესებულება – რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივი.

ამ თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე წელს იგეგმება საიუბილეო ღონისძიებები: გამოფენები, კონფერენციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაცია, ექსპედიციები, საჯარო ლექციები.

იუბილესთან დაკავშირებით, უკვე მომზადებულია სპეციალური ლოგო.

ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 24-26 სექტემბერს გაიმართება; ასევე – სტუდენტური სამეცნიერო პროექტი პირველი რესპუბლიკის შესახებ და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა”. ამასთან, „UNESCO”-თან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის გამართვაც 4-5 ნოემბერს იგეგმება.

საიუბილე წელს გაიმართება გამოფენები: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები”; „ერეკლე II”; „მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის 100 წლის იუბილე”; „წმინდა გიორგი” და სხვ.

კომენტარი