„თბილისის ციფრული სივრცე“ გუსტავ  კლიმტის ციფრულ გამოფენას უმასპინძლებს

„თბილისის ციფრული სივრცე“ გუსტავ  კლიმტის ციფრულ გამოფენას უმასპინძლებს

943
გაზიარება

2019 წლის 7 ოქტომბერს თბილისში, პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი – „თბილისის ციფრული სივრცე“   გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებელს ციფრულ ხელოვნებასთან აზიარებს.

მუზეუმი, პირველად საქართველოში, ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ  კლიმტის ნამუშევრების ექსპოზიციას კლასიკური მუსიკის თანხლებით ციფრულად უმასპინძლებს და მის ვერნისაჟს 2020 წლის 6 თებერვალს წარმოგიდგენთ.

ციფრული ტექნოლოგია მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის ხელოვნებაშიც. იგი გამოიყენება “კრეატიული” მიზნების განსახორციელებლად. ციფრულად გაცოცხლებული მე-19 საუკუნის ნახატი გაცდა  ჩარჩოებს და ტექნოლოგიების და ხელოვნების სინთეზით შექმნილი გარემო  ადამიანს განხვავებული ემოციისაკენ და ფანტაზიისაკენ უბიძგებს.

გამოფენის მიზანია, აჩვენოს აუდიტორიას, გუსტავ  კლიმტის ხატვის სტილი და ხელწერა. გამოფენა მოიცავს 60-მდე ნამუშევარს „ოქროს ხანის“ პორტრეტებისა და პეიზაჟების ჩათვლით.

კომენტარი