დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

101
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობა შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის 37-ე და 38-ე კორპუსებთან მიმდინარეობს, სადაც კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის დაზიანებული ფენა მოხსნა და ახალი საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოებს აწარმოებს. ტერიტორიის საერთო მოცულობა 1 915 კვ.მ ფართობია. სამუშაოებისთვის დაახლოებით, 66 710 ლარი დაიხარჯება.

 

კომენტარი