500 დოლარად აშენებული ოცნების სახლი (ფოტოკოლაჟი)

500 დოლარად აშენებული ოცნების სახლი (ფოტოკოლაჟი)

432
გაზიარება

ალბათ, ბევრის ოცნებაა ლამაზ, განმარტოებულ ადგილას ცხოვრება, ფანჯრიდან რომ ულამაზესი ხედები იშლებოდეს ტბასა და მწვანე მინდვრებზე. როგორც წესი, ასეთი ოცნებები აუსრულებელი რჩება, ვინაიდან ცოტა თუ გაბედავს ჩვეული ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლას.

ჩვენი ამბის გმირები ნიკ ოლსონი და ლილა ჰორვიცი არ შეუშინდნენ ცვლილებებს და აიხდინეს საკუთარი ოცნება. 2017 წელს შეყვარებულები დასავლეთ ვირჯინიის შტატში მოგზაურობდნენ. ნიკი შეპყრობილი იყო იქაური პეიზაჟებით. ის პროფესიონალი ფოტოგრაფია და მთელი მოგზაურობის განმავლობაში, უამრავი შეუდარებელი კადრი გადაიღო. ნიკს იმდენად მოეწონა იქაური ბუნება, რომ ქალაქიდან გადასვლა და იმ ულამაზეს ადგილებში თავის დამკვიდრება მოუნდა.

სახლის ასაშენებლად შეყვარებულებმა გადაწყვიტეს ბევრი ხარჯი არ გაეწიათ. მათ ძველი ფანჯრები შეიძინეს და სახლიც ააშენეს, რაზეც 500 დოლარი დახარჯეს. შეყვარებულ წყვილს სახლის აშენებაში მათი მეგობრები დაეხმარნენ. თვენახევარში საცხოვრებელი მზად იყო. შიგნით ღუმელი დადგეს, რომელიც საკვების მოსამზადებლად და სახლის გასათბობად გამოიყენება.

სახლს ორი ძაღლი იცავს, ვინაიდან ღამე ძალიან საშიშია ასეთ განმარტოებულ ადგილას. საღამოობით ნიკი და ლილა ბევრ სანთელსა და ნათურას ანთებენ. წყვილს ხშირად სტუმრობენ მეგობრები, ამიტომ ისინი მოწყენას ვერ ასწრებენ.

როგორც წყვილი ამბობს, მათ იდეალური ადგილი იპოვეს საცხოვრებლად. საღამოობით ისინი ლამაზი დაისით ტკბებიან, ღამით – ვარსკვლავებით მოჭედილი ცით, მთლიანობაში კი, ულამაზესი ხედებით.

კომენტარი