მარშრუტები, რომლებზეც ახალი, 8-მეტრიანი ავტობუსები ინიშნება

მარშრუტები, რომლებზეც ახალი, 8-მეტრიანი ავტობუსები ინიშნება

456
გაზიარება

ხვალიდან მგზავრებს „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები, დამატებით, 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:

N53  – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი;

N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);

N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);

N47 –  ნუცუბიძის I მ/რ. – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ).

13 თებერვალს   ახალი ავტობუსები კიდევ 5  სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან:

N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“;

N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“;

N29 – სადგურის მოედანი  (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა;

N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);

N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება  „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები.

კომენტარი