დედაქალაქის მერმა, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა

დედაქალაქის მერმა, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა

49
გაზიარება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აღნიშნული ფორმატის  ვიდეოდიალოგი უკვე მეორედ გაიმართა, რომელშიც თბილისის ათივე გამგებელმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვიდეოდიალოგი მომავალშიც გაიმართება და მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გაეცემა.

„საზოგადოებასთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თქვენს შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გავცეთ. აღნიშნულ პროცესში ყველა ჩართულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფორმატში კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა და მოსახლეობამ ბევრი ინფორმაციის მიღება შეძლო. ჩვენ არ გავჩერდებით და მსგავს მიდგომას მომავალშიც განვაგრძობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი