რამდენიმე უცნაური ფაქტი ჩუქჩების შესახებ

რამდენიმე უცნაური ფაქტი ჩუქჩების შესახებ

313
გაზიარება

ჩუქჩა“ „ირმებით მდიდარს“ ნიშნავს. ამ სახელმა, მეტწილად, მათი ცხოვრების წესი განსაზღვრა კიდეც. სულაც არ არის საიდუმლო, რომ ჩუქჩების ქცევა, წესები და აზროვნება (განსაკუთრებით, 1-2 საუკუნის წინანდელი და უფრო ძველი) ძალიან განსხვავდება ჩვენისაგან. გთავაზობთ რამდენიმე უცნაურ ფაქტს ძველი ჩუქჩების შესახებ.

სქესის შეცვლა სულების სურვილის მიხედვით

რწმენა იმისა, რომ სულები ყველა მოვლენასა თუ ნივთში სახლობს, ამ ხალხის ძირითადი მსოფლმხედველობაა. თუკი სრულწლოვანი ჩუქჩა შამანურ ძალებს იგრძნობს, მას შეუძლია შეიცვალოს სქესი, სულების სურვილის მიხედვით. როგორც წესი, სქესს მამაკაცები იცვლიდნენ.

საცხოვრებლის მობილურობა

იარანგა – ეს ჩუქჩების ტრადიციული საცხოვრებელი სახლია, რომელიც ცხოველის ტყავისგანაა დამზადებული და მასში რამდენიმე ოჯახი ერთად ცხოვრობს. ირმების მწყემსები თავიანთ ჯოგებს კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ და თან ეს იარანგებიც მიჰქონდათ. ჩუკოტკის მკვიდრებს არ აქვთ შეზღუდვა სხეულის ნაწილების გაშიშვლებაზე, ამიტომ შესაძლოა მათ ბავშვს დაუძახონ მამაკაცის სასქესო ორგანოს სახელი და ამით სულაც არ შეურაცხყოფენ მას.

ქალური თავისუფლება

განქორწინებათა უმრავლესობა ჩუქჩებში ქალების ინიციატივით ხდება. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ამ ხალხს ტრადიციად ჰქონდა ჯგუფური ოჯახების შექმნა, სადაც ოჯახის უფროსად ქალი ითვლებოდა.

მოიგონეს საფენები ჩვილებისთვის

მკაცრი კლიმატის პირობებში, დედები თბილ ტყავებში კარგად ფუთავდნენ თავიანთ მოზრდილ შვილებს, ხოლო ჩვილებისთვის მათ ხავსისგან და ტყავისგან საფენები დაამზადეს, რაც ბავშვებისთვის შედარებით ხანგრძლივ სიმშრალესა და კომფორტს უზრუნველყოფდა.

ჭამდნენ ცხოველის კუჭიდან ამოღებულ ხავსს

ჩუქჩას რაციონი ყველასათვის შოკისმომგვრელია. გაყინული ხორცი, თევზის ქონი, ცხოველის შიგნეულობა და ასევე, ირმის კუჭიდან ამოღებული ხავსის სალაფავი.

არჩევდნენ მხოლოდ ოთხ ფერს

ამის ახსნა ძალიან ადვილია – გარშემო არსებული ფერთა პალიტრა ძალიან მწირი იყო. ამან გამოიწვია ის, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ჩუქჩებს მხოლოდ 4 ფერის განსხვავება შეეძლოთ: შავი, წითელი, თეთრი და ნაცრისფერი.

მძაფრი ყნოსვა ჰქონდათ

დასუნვა ჩუქჩებში ოდესღაც კოცნას ანაცვლებდა. როდესაც ოჯახის უფროსი სადმე მიდიოდა, კოცნის მაგივრად ის ოჯახის წევრებს ცხვირით კისერში ყნოსავდა.

კომენტარი