„მეამა“ – თბილისში ყავის ქარხანა გაიხსნა

„მეამა“ – თბილისში ყავის ქარხანა გაიხსნა

273
გაზიარება

თბილისში ყავის მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნა – „მეამა“ ერთადერთი საწარმოა მსოფლიოში, რომელიც ყავის ორივე [ამერიკანო და ესპრესო] ფორმატის კაფსულებს ერთდროულად აწარმოებს.

„მეამას“ ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პროექტმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია და 2019 წელს საერთაშორისო კონკურსშიც გაიმარჯვა.

ახლა ყავის 15 სხვადასხვა ნაზავი აქვთ, მათ შორის – 2 უკოფეინო. ბრენდის მთავარი კონცეფცია პროდუქტისა და მომსახურების იდეალური თანხვედრაა.

მეამას“ ბრენდირებული მაღაზია, მალე, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ გაიხსნება. ასევე „გაეშვება“ ონლაინ მაღაზია shop.meama.ge. მათი ყავის კაფსულები, ახლა, ცხელი ხაზით (0322 80 08 08;*0808) და სავაჭრო ცენტრებში მდებარე  კუნძულებზე იყიდება“.

წყარო:marketer.ge

კომენტარი