შვეიცარიაში პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნება

შვეიცარიაში პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნება

1280
გაზიარება

პირველად შვეიცარიაში ფუნქციონირებას დაიწყებს რესტორანი, რომელიც საკვები პროდუქტებით სპეციალურად ნუდისტებს მოამარაგებს. აღნიშნული ინიციატივის განხორციელება მიმდინარე თვის ბოლოდან იგეგმება.

გაზეთ „Schweiz am Wochenende-ს“ მიხედვით, კვების ობიექტი “Edelweiss Basel – Nudisten Lounge” რებგასის ქუჩის 39 ნომერში გაიხსნება, სადაც თავის დროზე სექსუალური უმცირესობების კლუბი იყო გახსნილი.

გათვალისწინებული სტანდარტის მიხედვით, აღნიშნულ ობიექტში მომხმარებლები თავიანთ ტანსაცმელს გასახდელში დატოვებენ, ხოლო უფრო მოკრძალებულ მუდმივ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეინარჩუნონ ისეთი ბაზისური საჭიროების რამ, როგორიც საცვალია.

აღსანიშნავია, რომ რესტორანში მიმტანებიც სამოსის გარეშე იქნებიან წერმოდგენილნი.

ამგვარი სივრცეები რამდენიმე წლის წინ უკვე არსებობდა პარიზსა და ლონდონში, თუმცა ისინი, მომხმარებელთა მცირე ოდენობის გამო, დაიხურა.

კომენტარი