ზიანი მეტია, ვიდრე ვარაუდობდნენ – „ბიგ-ბენის“ სარესტავრაციო თანხა 20 მილიონით გაიზარდა

ზიანი მეტია, ვიდრე ვარაუდობდნენ – „ბიგ-ბენის“ სარესტავრაციო თანხა 20 მილიონით გაიზარდა

127
გაზიარება

ბიგ-ბენის კოშკი, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან მდებარეობს, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ წარმოებული დაბომბვისას იმაზე მეტად დაზიანდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ამის შესახებ ექსპერტებმა ორი დღის წინ განაცხადეს, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ შენობის რესტავრაციისთვის საჭირო თანხა 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა.

კოშკი, რომელიც 177 წელს ითვლის, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ხარაჩოებსა და ბადეებში იყო მოქცეული, რათა ხელოსნებს ქვის ზედაპირი და საყოველთაოდ ცნობილი 12-ტონიანი საათი შეეკეთებინათ.

96 მეტრ სიმაღლეზე ასვლის შესაძლებლობამ მათ საშუალება მისცათ, აღმოეჩინათ აზბესტითა და დაბინძურებით წარმოქმნილი ზიანი, რომელიც ნაგებობას მიადგა.

თემთა და ლორდთა პალატის კომისიებმა განაცხადეს, რომ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, კოშკის ძველი დიდებულების დასაბრუნებლად ჩასატარებელი სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა 61,1 მილიონიდან 79,9 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე უნდა გაიზარდოს.

თემთა პალატის თავმჯდომარე იან ელისი აცხადებს, რომ ბიგ-ბენის რესტავრაციის საკითხი გაცილებით კომპლექსური აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

კომენტარი