კუნძული, სადაც მხოლოდ ღორები ცხოვრობენ

კუნძული, სადაც მხოლოდ ღორები ცხოვრობენ

164
გაზიარება

ამ ღორების ადამიანებსაც კი შეიძლება შეშურდეთ, ვინაიდან ისინი ბაჰამის ერთ-ერთ კუნძულზე – ბირ-მეიჯო-კეიზე ცხოვრობენ. ხალხი ამ ადგილს „ღორების კუნძულს“ უწოდებს. ეს მიწა მთლიანად ღორებს ეკუთვნით. აქ არ არის არცერთი სასტუმრო და არც სხვა ტურისტული ობიექტი, მხოლოდ ღორები… თუმცა, მათ სანახავად ტურისტები ხშირად მოდიან.

ტურისტებისთვის ნებადართულია ღორების გამოკვება. კუნძულის მკვიდრები უკვე მიეჩვივნენ ხალხის ყურადღებას და ყოველგვარი შიშის გარეშე მიდიან მათთან ახლოს. როგორც კი დაინახავენ, რომ კუნძულს ხალხი უახლოვდება, ისინი მაშინვე ხტებიან წყალში და მათთან მიცურავენ.

როგორ გაჩნდნენ ამ კუნძულზე ღორები, დღემდე უცნობია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ისინი ერთადერთი არსებები არიან, რომლებიც აქ გემის ჩაძირვისას გადარჩნენ.

სხვა ამბის თანახმად, რომელიღაც გემის მეზღვაურებმა ისინი აქ დროებით დატოვეს, რათა უკანა გზაზე გამოვლისას წაეყვანათ, მაგრამ მათ რაღაც შეემთხვათ და ღორებს არ მოაკითხეს. მესამე ვერსიის თანახმად, ღორები აქ ტურისტების მოსაზიდად ჩამოიყვანეს.

ყველაზე დამაჯერებლად კი ჟღერს ის, რომ ღორები აქ ფერმერებმა ჩამოიყვანეს მეზობელი კუნძულიდან. ეს იმიტომ მოხდა, რომ მოსახლეობამ მათი სუნი ვერ აიტანა.

კომენტარი