N210 ბაგა-ბაღის ეზოს რეაბილიტაცია ხორციელდება

N210 ბაგა-ბაღის ეზოს რეაბილიტაცია ხორციელდება

70
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში, N210 ბაგა-ბაღის ეზოს რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, კახაბერ გვანცელაძესთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, გიორგი დოხტურიშვილთან, ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, ბაღის ეზოში 1300 კვ.მ ფართობი წესრიგდება, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. პროექტის ღირებულება 49 ათასი ლარია. სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ახორციელებს.

კომენტარი