თოდრიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თოდრიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

146
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, თოდრიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე გრუნტის მოხსნა და საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, ასევე, მოეწყობა 14 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი, ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 373 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„თოდრიას ქუჩაზე 37 წლის განმავლობაში გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. საკმაოდ დიდი ქუჩაა და ბევრი ოჯახიც ცხოვრობს. გზის რეაბილიტაციის პროცესი აპრილში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული გზის კაპიტალური შეკეთება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 428 580 ლარს შეადგენს.

კომენტარი