რა ეტაპზეა მზიურის პარკის რეაბილიტაცია (ფოტოკოლაჟი)

რა ეტაპზეა მზიურის პარკის რეაბილიტაცია (ფოტოკოლაჟი)

410
გაზიარება

განახლებულ მზიურის პარკში დამსვენებელს ხელოვნური ტბა, ახალი ხემცენარეები, ახალი ელექტრო მომარაგებისა და განათების ლამპიონები, ასევე საფეხმავლო ბეტონის ბილიკები დახვდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პარკურისა და სკეიტპარკის მოედნების მშენებლობა. ასევე, ბუჩქოვანი მცენარეების დარგვა, ბავშვთა გასართობი მოედნების რეაბილიტაცია, საბაღე სკამების დამონტაჟება, მოაჯირების მოწყობის სამუშაოები.

მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტში დაგეგმილია ყოფილი საბაგიროს ტერიტორიაზე მედიათეკის მოწყობა, რომლის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. ასევე, საინფორმაციო ნიშნების დაყენება და ბალახის დათესვის სამუშაოები.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.

კომენტარი