ფარნავაზის N5-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ფარნავაზის N5-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრება მიმდინარეობს

125
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში,„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ფარნავაზის ქ. N5-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. „აღნიშნულ მისამართზე სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლი მწვავედ ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო ექნებათ. მსგავსი სამუშაოები რაიონში კიდევ ცხრა მისამართზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმიური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა. სამუშაოებისთვის 70 000 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან, ერთად გაეცნო

კომენტარი