ქავთარაძის N72-ში დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ

ქავთარაძის N72-ში დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ

89
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქავთარაძის N74-ში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე, დაახლოებით, 700 კვ. მ ფართობის გზა განახლდება, რისთვისაც 40 000 ლარია გამოყოფილი.

შიდა ეზო ასევე, ქავთარაძის N72-შიც მოწესრიგდება – დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა დასასვენებელი სივრცე. სკვერში განთავსდება შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, განათების ქსელი, დაირგვება მცენარეები.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილთან ერთად შეხვდა.

კომენტარი