ხერგიანის ქუჩაზე გზის საფარს აწყობენ

ხერგიანის ქუჩაზე გზის საფარს აწყობენ

99
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ხერგიანის ქუჩაზე მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, დაახლოებით, 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ღირებულება 195 665 ლარია. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს.

კომენტარი