ავლაბარში თანადაფინანსებული პროექტი 12 მისამართზე ხორციელდება

ავლაბარში თანადაფინანსებული პროექტი 12 მისამართზე ხორციელდება

80
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე ავლაბარში 12 პროექტი ხორციელდება, მათ შორის:
წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები ქეთევან წამებულის გამზირის N47/49-ში და მახათას შესახვევის N1-ში იცვლება;
ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია გუთნის ქუჩის N15-ში, გარე კახეთის ქუჩის N2-სა და დედოფლისწყაროს შესახვევის N11-ში ხორციელდება;
სადარბაზოები რემონტდება ჭრელაშვილის ქუჩის N3, ქეთევან წამებულის გამზირის N78 – სა და კაკაბეთის ქუჩის N2-ში;
საერთო სარგებლობის ლითონის კიბეები წერეთლის ქუჩის N8 და რაზიკაშვილის ქუჩის N10-ში ეწყობა;
სადარბაზოს შესასვლელი კარი ლეხ კაჩინსკის ქუჩის N6-ში მონტაჟდება.
მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო და ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

კომენტარი