საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

58
გაზიარება

18 თებერვალს, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები”, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში ამ თემაზე დაცული მრავალფეროვანი მასალა – ფოტო, წერილობითი და კინოდოკუმენტები.

საგამოფენო ექსპონატები ასახავს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესს. დამთვალიერებელი იხილავს საბრძოლო მოქმედებებისა და წრთვნების, ასევე, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პირების ფოტოებს; სამხედრო თემატიკაზე გამოცემული გაზეთებს, ქვეითების შეიარაღების ნიმუშებს, შაშხანებს, რევოლვერებსა და ტაბახმელაში იუნკრების პოზიციებზე ნაპოვნ ვაზნებს.

გამოფენის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული კინოდოკუმენტები, რომელმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო პირებისა და შეიარაღების ცოცხალი კადრები შემოგვინახა.

გამოფენის მიზანია საზოგადოების ინტერესის გაზრდა საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის სამხედრო ისტორიის მიმართ.

ექსპოზიცია 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარი