უარი „ბუდაპეშტს“ – კალაძე ინვესტორს კვლავ ადგილმონაცვლეობას სთავაზობს

უარი „ბუდაპეშტს“ – კალაძე ინვესტორს კვლავ ადგილმონაცვლეობას სთავაზობს

90
გაზიარება

თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში მშენებლობის ინვესტორის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ, შეთავაზების პასუხად, მერია გოგა ზაქაიძეს კვლავ ადგილმონაცვლეობას სთავაზობს.

“მგონი, ბრიფინგებით საუბარი რაღაც სიახლეა. მას არანაირი პრობლემა არ აქვს ჩვენთან კომუნიკაციის. ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ ადგილმონაცველობასთან დაკავშირებით და თუ მას რეალურად სურვილი აქვს, რომ ადგილმონაცვლეობა მოხდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ”, — აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ მერიას მიმართა და განაცხადა, რომ მზად არიან, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად.

მისი თქმით, რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

კომენტარი