აკაკი წერეთლის გამზირის ორ კორპუსთან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

აკაკი წერეთლის გამზირის ორ კორპუსთან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

152
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირის ორ კორპუსთან საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. ამ ეტაპზე, სამუშაოები მეორე და მეხუთე კორპუსებთან მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 1 325 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენა იხსნება, რის შემდეგაც ასფალტის დასაგებად, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გამგეობის დაკვეთით შპს „ბი ემ სი“ ახორციელებს, დაახლოებით, 45 000 ლარი გამოიყოფა.

კომენტარი