დიდუბესა და დიღომში დაზიანებულ სპორტულ მოედნებს აახლებენ

დიდუბესა და დიღომში დაზიანებულ სპორტულ მოედნებს აახლებენ

61
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებს. ამ დროისთვის, დიდუბესა და დიღმის მასივში 10 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები იცვლება. ასევე, ახლით ჩანაცვლდება ლითონის მავთულბადე.

მოედნების აღდგენის სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „პე ბე“ ახორციელებს.

წლის ბოლომდე რაიონში არსებული ყველა დაზიანებული მოედნის აღდგენა იგეგმება.

კომენტარი