საბურთალოს რაიონის სამ მისამართზე სადარბაზოებს არემონტებენ

საბურთალოს რაიონის სამ მისამართზე სადარბაზოებს არემონტებენ

47
გაზიარება

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები ტაშკენტის N10-ში, ხვიჩიას N15ა-ში და დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონის N 6 კორპუსში მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, კედლები და ჭერი გაილესება და შეიღებება. ასევე, მოწესრიგდება მოაჯირები.

ამასთანავე, ტაშკენტის ქუჩა N10-ის და დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონის N6-ის სადარბაზოში კიბეების მოპირკეთებაც მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტები დაფინანსებულია 45 751 ლარით.

კომენტარი