ჭავჭავაძის N51-ში დაზიანებული სახურავი რეაბილიტირდა და წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა

ჭავჭავაძის N51-ში დაზიანებული სახურავი რეაბილიტირდა და წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა

118
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, ჭავჭავაძის N51-ში მრავალბინიანი სახლის დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების მონტაჟი განხორციელდა.

პროექტი ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე დაფინანსდა და ამისთვის 13 419 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე, ხაბეიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, გზა 2368 კვ.მ ფართობზე განახლდება. პროექტის ღირებულება 168 806 ლარს შეადგენს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე, მაჟორიტარ დეპუტატ, გიორგი მუსხელიშვილთან და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილთან ერთად შეხვდა.

კომენტარი