ონიაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ონიაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

103
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, ონიაშვილის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. შედეგად, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი, გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით უთმელიძე, გაეცნენ.

კომენტარი