გლდანის რაიონის გამგეობამ ლიბანის N25 კორპუსის ორ სადარბაზოში ლიფტის რეაბილიტაცია დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ ლიბანის N25 კორპუსის ორ სადარბაზოში ლიფტის რეაბილიტაცია დაიწყო

100
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ლიბანის N25 კორპუსის ორ სადარბაზოში ლიფტის რეაბილიტაცია დაიწყო.

ლიფტების მოდერნიზაციის სამუშაოები ცქიტიშვილის N33, მეშვიდე მიკრორაიონის N4 ა და მეორე მიკრორაიონის N37 და N31 კორპუსებშიც მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდება ლიფტი და შეიცვალება, როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლფი.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, შალვა ოგბაიძესთან, ერთად გაეცნო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. ის ამხანაგობები, სადაც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება, შეგროვებული თანხით სადარბაზოს კეთილმოწყობას და საერთო ქონებისთვის სხვადასხვა სამუშაოებს გეგმავენ.

მიმდინარე წელს გლდანის რაიონში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის პროექტები განხორციელდება.

კომენტარი