ისანში, წინანდლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციას მიმდინარეობს

ისანში, წინანდლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციას მიმდინარეობს

94
გაზიარება

ისნის გამგეობა, წინანდლის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე, 2 288 კვადრატულ მეტრზე საავტომობილო გზის კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთანავე, ქვეითებისთვის ეწყობა ტროტუარი, სადაც ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, დაათვალიერა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

წინანდლის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 139 225 ლარი გამოიყო, ხოლო სამუშაოები ერთი თვის ვადაში დასრულდება.

კომენტარი