მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 4 მეტრზე მაღალი ჭადრის ხეები დარგეს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 4 მეტრზე მაღალი ჭადრის ხეები დარგეს

129
გაზიარება

დედაქალაქში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს განაგრძობს.

ამჯერად გამწვანების სამუშაოები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განხორციელდა. სანაპიროზე 4 მეტრზე მაღალი 45 ძირი ჭადრის ხე დაირგო.

მტკვრის ორივე სანაპიროზე, ამ ეტაპისთვის, 196 ძირი ჭადრის ხეა დარგული. აღნიშნულ ტერიტორიებზე ჭადრების დარგვა კიდევ გაგრძელდება.

სამუშაოებს შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

კომენტარი