მთაწმინდაზე, მ. ბროსეს ქ. N11/16-ში და ძმები ზუბალაშვილების ქ. N21-ში ამორტიზებული სახურავი...

მთაწმინდაზე, მ. ბროსეს ქ. N11/16-ში და ძმები ზუბალაშვილების ქ. N21-ში ამორტიზებული სახურავი ახლით იცვლება

112
გაზიარება

სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.

აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სახურავის ჩანაცვლება და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 860, კვ.მ ფართობზე შეიცვლება. ასევე, გამოიცვლება 40 გრძივი მეტრის წყალსაწრეტი მილები.

მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, გაეცნო.
„მთაწმინდის რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამხანაგობების აქტიურობით და გამგეობის დაფინანსებით, ასეთი ტიპის ბევრი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც განხორციელდება, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდება“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

პროექტის დასრულების შემდეგ, რომლის ღირებულება 31 355 ლარს შეადგენს, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 29 ოჯახს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარება.

კომენტარი