27 თებერვალს გამოფენა „ვახტანგ ჭაბუკიანი 110“ გაიხსნება

27 თებერვალს გამოფენა „ვახტანგ ჭაბუკიანი 110“ გაიხსნება

93
გაზიარება

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 27 თებერვალს, 19:00 საათზე, გამოფენას „ვახტანგ ჭაბუკიანი 110“ გახსნის.

გამოიფინება საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ექსპონატები, მუზეუმში დაცული ფოტომასალა სხვადასხვა სპექტაკლიდან თუ საგასტროლო ტურნედან, აფიშების ორიგინალები და სხვ.

გამოფენა ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 110 წლისთავს ეძღვნება და 14 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარი