ავტოსტოპით პლანეტის გარშემო: აჯანყებულის ისტორია, რომელმაც პროტესტის ნიშნად მსოფლიო შემოიარა

ავტოსტოპით პლანეტის გარშემო: აჯანყებულის ისტორია, რომელმაც პროტესტის ნიშნად მსოფლიო შემოიარა

136
გაზიარება

ხუან ვილიარონოსთვის ავტოსტოპით მოგზაურობა – მეტია, ვიდრე უბრალოდ სიღარიბის იმიტაცია, როგორც ხუმრობენ ხოლმე ევროპელებზე, რომლებიც ასე მოგზაურობენ. ის მსოფლიოს გაეკიდა, რომელში მას ცხოვრება სურს.

სანახევროდ დონ კიხოტი, ნახევრად კი ჩე გევარა, ვილიარონო ამტკიცებს, რომ მისთვის მოგზაურობა პროტესტია არა მხოლოდ მოწყენილობის , არამედ თანამედროვე სამყაროს ზედაპირული ცხოვრების წესის წინააღმდეგ. ” ოფისში მუშაობა გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ავტოსტოპით მგზავრობა”,- წერს ის თავის ერთ-ერთ მანიფესტში.

თავისი ცხოვრების მანძილზე მშიდობიანმა მეამბოხემ, რომელიც არგენტინიდაა წარმოშობით, 160 ათასი კილომტრი გაიარა, ეს საკმარისი, რომ 4-ჯერ შემოაუარა დედამიწას. მან 2350 სატრანსპორტო საშუალება გააჩერა და 90 ქვეყანაში იყო. შესაძლებლობით, რომ მხოლოდ უცნობების კეთილგანწყობაზე დაყრდნობით იმოგზაურო, ხუანი ამტკიცებს, რომ სამყაროში ადამიანების ნდობით ცხოვრება შესაძლებელია. აგრეთვე იმას, რომ მათი არ უნდა გვეშინოდეს და რუკაზე ხაზებით ადამიანების კულტურულობა არ განისაზღვრება.

პირველად ხუან ვილიარინო სამოგზაუროდ 23 წლის ასაკში წავიდა. 2001 წელს მის მშობლიურ არგენტინაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო: ინფლაციამ ოჯახების შესამოსავალი გააუფასურა, ხუანის მეგობრები ქუჩაში საპროტესტო აქციებით გამოვიდნენ, მშობლები იძულებული გახდნენ გაცილებით იაფფასიანი საცხოვრებელი მოეძებნათ, სადაც შვილისთვის ზედმეტი ოთახი უკვე აღარ იყო.

მაშინ ხუანმა გადაწყვიტა სწავლისთვის თავი დაენებებინა – ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა მარ-დელ-პლატას უნივერსიტეტში.

“მე ჩემი თვალით დავინახე როგორ შეიძლება მუშაობდეს მთელი ცხოვრება ადამიანი საკუთარი კარიერისთვის, სახლისთვის  და ერთ წამში დაკარგოს ყველაფერი”,- ამბობს ხუანი.

2003 წელს ხუანი ჩრდილოეთ ირლანდიში გადავიდა საცხოვრებლად სადაც ყველის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ დაცვის თანამშრომლად ღამის კლუბში, სასტუმრობს მიმღებშიც უმუშავია და ხელფასის ნაწილს მშობლებს უგზავნიდა.

რამდენიმე წლიანი შრომისა და 4 ათასი დოლარის მოგროვების შემდეგ,  მან ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ცხოვრებაში – თავისი ცხოვრება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში გაეტარებინა. დღეში 5 დოლარის ბიუჯეტით, ის კლასიკური ჰიპის ცხოვრების გზას მიყვა. მან ევროპოდან ინდოეთამდე იმგზავრა, გზაში ჩერდებოდა თურქეთში, სირიაში, ირანში, ერაყში, ავღანეთსა და პაკისტანში.

შუა აღმოსავლეთში მოგზაურობა ხუანისთვის მხოლოდ ინტერესის ასრულება არ ყოფილა. მის მოტივაციას არაბებისა და მუსულმანების ცხოვრების წესის წინააღმდეგ მისი პოლიტიკური შეხედულება წარმოადგენდა, რომელსაც მედია ამერიკული ომის დროს ერაყსა და ავღანეთში აშუქებდა.

ხუანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, ერაყში ომის წინააღმდეგ, საკუთარ მეგობრებთან, სოციალისტებთან ერთად იღებდა, მაგრამ მალევე გაიაზრა, რომ ასეთი აქციები უშედეგოა. მას რაღაც დამაჯერებელი უნდა მოეფიქრებინა, ეპოვნა ხერხი, რომელიც  ხალხს რეალურად დააინტერესებდა .

შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის გამოცდილება მისი პირველი წიგნის ,”ავტოსტოპით ბოროტების წრეზე”, საფუძველი გახდა. წიგნში ხუანი წერს, რომ ის მოგზაურობს იმ მიზნით, რათა ადამიანური სიკეთე დაგვანახოს, ვინაიდან “ჩვენს დღევანდელობაში კეთილი, ადამიანური თვისებების გამოჩენა უკვე პოლიტიკური განაცხადია”.

“ავტოსტოპით მოგზაურობა – ეს არსებულისა და არ არსებულის გატოლებაა. მე განძრახ ვაყენებ საკთარ თავს უსუსურ მდგომარეობაში, რათა დავინახო აქედან რა მოვა, როგორ მოიქცევა ადამიანი”,- ყვება ხუან ვილიარონო.

ერთხელაც, ავღანეთის საზღვართან ხუანმა თითქმის ფარხმალი დაყარა და უკან გაბრუნდა, თუმცა მაინც იპოვა საკუთ თავში ძალა და ავტოსტოპით ქალაქ ხერატთან მივიდა. იქ მან ღამის გასათევი მოძებნა და ბალიშის ქვეშ ამოდებული დანით დაიძინა . ხალხმა, რომელიც მისი აზრით, გატაცებას უპირებდა, მას საუზმე მოუმზადა.

მეგზურთან ერთად, რომელიც შემდეგ გაიტაცეს, გარკვეული მანძილის გავლის მერე, ქაბულამდე ვილიარინო ტაილანდში ჩავიდა და ჰოსტელში გაჩერდა, რათა თავის პირველ წიგნზე ემუშავა.

“რა თქმა უნდა მესმის, რომ მკვლელები და გარეწრები ყველგან არიან – ისინი იკვებებიან იმ სიცრუით, რომელსაც მათ პოლიტიკოსები და შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერები აჭმევენ. მაგრამ ომისგან გახლეჩილ ავღანეთშიც ცხოვრობს ხალხი, რომელიც ალალად დაგეხმარებათ, მოგცემენ თავშესაფარს. მხოლოდ თქვენ არ გსურთ მშვიდობა”.

ხუანმა ხელნაწერი გამომცემლობას მიჰყიდა და წიგნმა ის არგენტინაში საკულტო გმირად აქცია. ერთხელ ბუენოსაირესში მას სამი ყაჩაღი დაესხა თავს, მათ ხუანი იცნეს და აღფთოვანებულებმა ფინანსური დახმარება თავად შესთავაზეს.

შემდეგ ის არგენტინაში თავის მეორე ნახევარს, ლაურას, შეხვდა. პირველი შეხვედრის დღიდან ისინი ავტოსტოპით ერთად მოგზაურობენ. ერთობლივი ძალებით მათ დაწერეს და გამოსცეს წიგნი “უხილავი გზები”. გაყიდვებისგან მიღებული თანხით კი საკუთარ მოგზაურობას აფინანსებენ.

ისინი ასე ცხოვრობენ – სამუშაო ადგილის, საცხოვრებლის, კომუნალური გადასახადების გარეშე და ორივეს საჭიროებებზე ერთად დღეში 7 დოლარს ხარჯავენ.

მიუხედავად იდეალისტური მისიისა, მათი მოგზაურობით, ხუანი და ლაურა რეალისტები არიან და ზოგჯერ მათ ძალიან გონივრულად, უფრო სწორად, გამჭრეახად, უწევთ მოქცევა, რათა ამ მოგზაურობაში გადარჩნენ.

“შენ ცდილობ ვინმეს დაემგზავრო, გაიშვერ ხელს, აწეული ცერა თითით. შენ ცდილობს ის ღიმილით შეაჩერო. მძღოლს მთელი სამი წამი აქვს, რათა გადაწყვეტილება მიიღოს. ამ არჩევანზე მოქმდებს გაუცნობიერებელი ემოციები, ჟესტების ენა და სხვა სიგნალები”,- წერს წიგნში ხუან ვილიარინო.

ავტოსტოპი, ხუანის თქმით – ეს პირველ რიგში, დიალოგის ფორმა და გამართულად აგებული კომუნიკაციაა და არა გამოცდა გამძლეობაზე.

არასდროს უნდა ეცადო მანქანის გაჩერება მჯდომარემ – ასე შენ უმალავ მძღოლს შენს ფიზიკურ სახეს, მალავ ინფორმაციას და იწვევ უნდობლობას. უნდა გამოიყურებოდე რაც შეიძლება ნეიტრალურად – ხუანი სპეციალურად იცვამს, როგორც სტერეოტიპული, უწყინარი მოგზაური: მოხერხებული ბათინკები, დიდი ზურგჩანთა, რაც მთავარია არავითარი მზის სათვალე და თავსაბურავი, მთავარია მაქსიმალურად ღიად წარსდგე.

უსახლკარო მაწანწალების ფონზე ხუანსა და ლაურას საკმაოდ მჭიდრო გრაფიკი აქვთ – დილის 8 საათიდან ისინი უკვე გზატკეცილზე დგანან, ვინაიდან ეს ყველაზე კარგი დროა გრძელი მანძილების დასაძლევად.

ერთი მანქანა წუთში – ეს საოცრებაა, ერთი მანქანა ყოველ ხუთ წუთში და ხუანი უკვე ნერვიულობას იწყებს. ყოველ 20 წუთში ერთხელ და უკვე გასაგებია, რომ შენ მიყრუებულ ადგილას ხარ. ერთხელაც ტიბეტში ის მანქანას ორი დღე ელოდა.

“გააჩერებ თუ არა მანქანას, ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ერთადრთი  იარაღი, რომელსაც თან ვატარებ, ეს იდიოტური ღიმილია”.

კომენტარი