გორგასლის 111-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

გორგასლის 111-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

145
გაზიარება

აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ 2019 წელს რკინა-ბეტონის წყალამრიდი მოაწყო, რითიც მოსახლეობას სარდაფებში წყლის შევარდნის პრობლემა მოუგვარდა. ამჟამად კი, მათი უსაფრთხოებისთვის გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 73 360 ლარია გამოყოფილი.

პროექტის მიხედვით, ადგილზე 112 კბ/მ რკინა-ბეტონი ისხმევა. კედლის მოწყობის შემდეგ, ადგილობრივი კორპუსის მცხოვრებლებს უსაფრთხოდ გადაადგილება შეეძლებათ.

კრწანისის რაიონში კედლების მოწყობა კიდევ რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.

კომენტარი