თბილისში არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისში არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა

86
გაზიარება

დღეს, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის ქუჩის შესახვევს პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის არჩილ ბეთანელის სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, საკრებულო აგრძელებს იმ ადამიანთა ღვაწლის სათანადოდ დაფასებას, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნისა და ქალაქის ისტორიაში.

,,დღეს ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ძველ უბანში ჩვენი საპატიო მოქალაქის, გამოჩენილი მეცნიერის, არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გავხსენით. მიხარია, რომ საკრებულოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ისეთი დამსახურებული პიროვნებების სახელების უკვდავყოფაა, როგორიც არჩილ ბეთანელი გახლდათ“ – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ცერემონიას არჩილ ბეთანელის ოჯახის წევრები, მეგობრები, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და ამავე რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია ესწრებოდნენ.

კომენტარი