აბაკელიას ქუჩის ისტორია

აბაკელიას ქუჩის ისტორია

187
გაზიარება
თამარ აბაკელია – ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.


თამარ აბაკელიას ქუჩა მთაწმინდის რაიონში მდებარეობს. მისასვლელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან აქვს. იგი წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც არსენალის შესახვევი, 1897 წლის გეგმაზე – როგორც მცირე სასამართლოს ქუჩა, 1923 წლიდან ტრიბუნალის შესახვევი, შემდეგ კი ახალი ტრიბუნალის ქუჩა ერქვა. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა მოქანდაკე თამარ აბაკელია, რომლის გარდაცვალების შემდეგ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. ეს ქუჩა შეტანილია თბილისის ქუჩების 1955 წლის ცნობარში, ხოლო ქუჩაზე მდებარე XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები – თბილისის ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლთა ნუსხაში.

კომენტარი