ადიგენის N2-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ადიგენის N2-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

38
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, ადიგენის ქ. N2-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

აღნიშნულ მისამართზე მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმიური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად 63 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოების მიმდინარეობას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარი