თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამოფენას – „აკრძალული წიგნები“ – უმასპინძლებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამოფენას – „აკრძალული წიგნები“ – უმასპინძლებს

41
გაზიარება

26 თებერვალს, 17:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა – ,,აკრძალული წიგნები“.
ორგანიზატორების ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყოფილ სპეცფონდში დაცული გამოცემები.
დამსწრე საზოგადოებას 1921 წლის 25 თებერვალსა და საოკუპაციო რეჟიმზე ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ესაუბრება.

კომენტარი