სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს

66
გაზიარება

კიდევ ერთი სპორტული მოედანი მესამე მასივში გაიხსნა, რომელიც სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, დაათვალიერა.

ზემო პლატოს N41 კორპუსის მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი მოედანი 520 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებულ მოედანთან სპეციალური პანდუსი მოეწყო და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნა. სპორტულ მოედანთან დამონტაჟდა მაყურებელთა 60-ადგილიანი ტრიბუნა და გარე განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 88 650 ლარია. სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანია „პე-ბე“-მ შეასრულა.

კომენტარი