სოლოლაკში, ნიშნიანიძის N7-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა

სოლოლაკში, ნიშნიანიძის N7-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა

105
გაზიარება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ არსებული სკვერი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ახლებურად დააგეგმარა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია ფილებით მოპირკეთდა და შესრულდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, სრულად განახლდა და სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა არსებულ ინფრასტრუქტურას – დასასვენებელ პავილიონს, ლამპიონებს, სკამებსა და ურნებს.

რეაბილიტირებული დასასვენებელი სივრცე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.

„მთაწმინდის რაიონი განაშენიანების კუთხით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანია. ამიტომ, მოსახლეობისთვის კომფორტული და კეთილმოწყობილი მწვანე სივრცეების შექმნა გამგეობისთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გავითვალისწინოთ და თითოეულ უბანში მსგავსი დასასვენებელი სივრცეები მოვაწყოთ“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 000 ლარი გამოიყო.

კომენტარი