ჩვენ არ ვიაზრებთ მომავალს, რომელიც თბილისს ელოდება – ურბანისტი პაპუნა ძიძიგური

ჩვენ არ ვიაზრებთ მომავალს, რომელიც თბილისს ელოდება – ურბანისტი პაპუნა ძიძიგური

345
გაზიარება
პაპუნა ძიძიგური - ურბანისტი

მასალა მომზადებულია რუბრიკისთვის “თბილისი ერთ აბზაცში


ჩვენ არ ვიაზრებთ მომავალს, რომელიც თბილისს ელოდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დედაქალაქი გლობალიზაციის ეპოქაში ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ის უბრუნდება მის ისტორიულ, გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომელიც მისგან ბევრს ითხოვს. თბილისი აუცილებლად გახდება ძალიან დიდი მნიშვნელობის რეგიონული ცენტრი. არსებობს ე.წ. ფიჭვური განსახლების თეორია, სადაც ქალაქები ტოვებენ სახელმწიფო საზღვრებს და ხდებიან სამყაროს შემადგენელი ფართო არეალების ცენტრები, ეს ელოდება თბილისს. ჩვენ, ფაქტობრივად, ოთხი ცივილიზაციის საზღვარზე ვიმყოფებით, რომელიც მოიცავს ევროპულ, არაბულ, ინდურ – სპარსულ და ჩრდილოეთით არსებულ ე.წ. ევრაზიულ არეალებს, რაც ზრდის ქალაქის განვითარების პოტენციალს. ამ ვითარების სასიკეთოდ გამოყენებისთვის აუცილებელია ადეკვატური პოლიტიკის გატარება, რომელიც მოახერხებს როგორც დედაქალაქის ზომის განსაზღვრას, ისე მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას იმ პირობებში, როდესაც ცენტრში მოსახლეობის კონცენტრაცია საკმაოდ დიდია. შესაძლოა, ეს საკითხი აგლომერაციის ფარგლებში დარეგულირდეს, რადგან მომავლის გამოწვევებთან გასამკლავებლად, ამჟამინდელი სივრცე არ არის საკმარისი.

კომენტარი