ისნის რაიონში, ვაზისუბანი-მერვე ლეგიონში 24 პროექტი ხორციელდება

ისნის რაიონში, ვაზისუბანი-მერვე ლეგიონში 24 პროექტი ხორციელდება

90
გაზიარება

მათ შორის, ექვს მისამართზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო 18 მისამართზე პროექტები მიმდინარე ეტაპზეა. ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები ვაზისუბნის დასახლების N10 კორპუსში მოეწყო, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ათივე სადარბაზოს სახურავის პრობლემა მოეხსნა.

აღნიშნულ მისამართზე სამუშაოები ისნის გამგეობამ 67826 ლარით დააფინანსა.

გარდა ამისა, წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა გაყვანილობის რეაბილიტაცია ვაზისუბნის დასახლების N2-ა კორპუსში ჩატარდა, რომლის ღირებულებამ 24335 ლარი შეადგინა.

მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო და ამხანაგობებს შეხვდა.

კომენტარი