კაცობრიობის ისტორია და კულტურა ციფრებში: რა უცნაური დოკუმენტები ინახება მსოფლიო არქივებში

კაცობრიობის ისტორია და კულტურა ციფრებში: რა უცნაური დოკუმენტები ინახება მსოფლიო არქივებში

132
გაზიარება

დღეს ბევრი ვერ ამჩნევს, როგორ შეიცვალა საგანმანათლებლო და კულტურული რესურსი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. გამოიტანო კომპიუტერის ეკრანზე იშვიათი ისტორიული დოკუმენტი, ერთ წამში გადმოიწერო შენთვის საინტერესო წიგნის ელექტრონული ფორმატი – ყველაფერ ამას ახალი თაობა ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს, 2000 წელს კი, ეს ფანტასტიკის ჟანრის ფილმს ჰგავდა. ორიგინალი დოკუმენტი არქივში უნდა გამოგეთხოვა, ხოლო წიგნი ბიბლიოთეკაში მოგეძებნა.

თუკი ტექნოლოგიური განვითარების სარგებელი დღეს მაინც სადავოა, ვერავინ ვერაფერს იტყვის დოკუმენტების ციფრული ვერსიის შესახებ. დღეს დოკუმენტების ციფრული ვერსიის შექმნაზე უამრავი ცნობილი კომპანია მუშაობს, მათ შორის, ამ პროცესის ერთ-ერთი ფუძემდებელი კომპანია Google.

ამსტერდამის მუზეუმის ონლიანრესურსში, ნორვეგიის ნაციონალურ არქივში შესაძლოა, აღმოვაჩინოთ ჯონ ლენონისა და იოკო ონოს 1969 წელს გადაღებული ცნობილი ფოტო ან, მაგალითად, ინგლისელების მიერ ჰოლანდიელების დაპყრობის 1666 წლის 21 ოქტომბრის დეკლარაცია.

ამსტერდამის საქალაქო არქივი მსოფლიოში ყველაზე დიდი მუნიციპალური არქივია. ის 8 მილიონზე მეტ ჩანაწერს ინახავს. ისტორიულ დოკუმენტებთან ინახება ისეთი უცნაური ჩანაწერებიც, როგორიცაა ლუდსახარში კომპანიის, Heineken-ის ქრონიკები და მაჰათმა განდის წერილები. ჩანაწერების დიდი ნაწილი ციფრულ ვერსიაშია გადაყვანილი და ხელმისაწვომია დაინტერესებული მოქალაქეებისთვის.

☝️ამ ფოტოზე ასახულია ალბერტ აინშტაინი ოსლოში სტუმრობისას, 1912 წელს. მის მარცხნივ ნორვეგიის პირველი ქალი პროფესორი კრისტინა ბონევი, რომელიც ზოოლოგიის პედაგოგი იყო.

კომენტარი