როგორი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები სურს მერიას – ტენდერი უკვე გამოცხადდა

როგორი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები სურს მერიას – ტენდერი უკვე გამოცხადდა

199
გაზიარება

თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერებზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, ქალაქის ხელმძღვანელობა 50 კონტეინერის შეძენას აპირებს. ტენდერის საწყისი ღირებულება 1 585 000 ლარია, რაშიც კონტეინერების მიწოდების გარდა, მათი მონტაჟიც შედის.

მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: ბეტონის ბუნკერი, პოლიეთილენის (პლასტმასის) კონტეინერი, უსაფრთხოების პლატფორმას,
ხუფს ფეხით მოსიარულეთათვის, ნარჩენის მიმღებ ურნას და ავსების სენსორს.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კონტეინერის მიწოდება-მონტაჟი ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობების შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 150 კალენდარული დღისა.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

კომენტარი