სამშენებლო სამართალდარღვევები, რომელთა გამოც „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმეს

სამშენებლო სამართალდარღვევები, რომელთა გამოც „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმეს

225
გაზიარება

მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ „გალერია თბილისში“ სხვადასხვა სახის მრავალი დარღვევა ვლინდება. მაგალითად, შენობის გაბარიტული ზომა და შიდა ფართები არ შეესაბამება საპროექტოს. ტერასებზე არაექსპლუატირებადი ნაწილი გამოყენებულია ფართად. შეცვლილია სახურავის კონფიგურაცია და გაუქმებულია მწვანე სახურავი. მოაჯირების მოწყობა დასასრულბებლია. შენობის შიგნით კედლების ნაწილს მონაცვლებული აქვს ადგილი, ასევე შეცვლილია ფორმა, გაბარიტი და რაოდენობა. კოლონების ნაწილს მონაცვლებული აქვს ადგილი, შეცვლილია რაოდენობა და ფორმა, ასევე დამატებულია ლითონის სვეტები და კონსტრუქციული ელემენტები. დამატებულია ანტრესოლები, კიბეები და ლიფტი. ლითონის კონსტრუქციის ფორმების მოწყობა არ შეესაბამება საპროექტოს. დამატებულია მეხამრიდი, გათბობა-კონდინცირების დანადგარები, ლითონის კონსტრუქციები და მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვები.

ნაწილობრივ შეცვლილია შენობის კიბეების საფეხურების რაოდენობა. ტერიტორიაზე გაუქმებულია გამწვანება, რომლის ნაწილზე მოწყობილია ავტოსადგომი. ფასადებზე ნაწილობრივ შეცლილია ვიტრაჟების, გაუმჭვირვალე მინის ფარდა კედლის და დეკორატიული ლესვის ნახატი. ნაწილობრივ კარებების ნახატი. გაბარიტი და რაოდენობა არ შეესაბამება საპროექტოს.

პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის მთავრობამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დაჯარიმა. ასევე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრს დაევალა ლიფტების თავზე დამატებით მოწყობილი სართულის დემონტაჟი და ობიექტების შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურლ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, შესარულა თუ არა თბილისის მერიის მითითებები მრავალფუნქციურმა სავაჭრო ცენტრმა. როგორც „გალერია თბილისის“ დირექტორმა, ნიკა ცინცაძემ განაცხადა, ამ დროისთვის ყველა დარღვევა ცენტრში აღმოფხვრილია.

თბილისის მერიის არქიტეტქურის სამსახურში კი გვითხრეს, რომ 2020 წლის 17 თებერვალს არქიტექტურის სამსახურში შეთანხმდა რუსთაველის გამზ. N 2/4- ში  მდებარე შენობა–ნაგებობის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.

დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა არქიტექტურის სამსახურში წარმოადგენა საექსპერტო დასკვნა, რომელიც შეეხება ამჟამად არსებულ და მშენებარე შენობის კონსტრუქციულ ნაწილს. აღნიშნული დასკვნა სრულად მიესადაგება მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება N000697-ში (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე)  მოცემულ პოზიციებს. სამსახურში ასევე წარმოდგენილი იქნა მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

წყარო:commersant

ბაჩო ადამია

კომენტარი