გურიელის N5-ის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გურიელის N5-ის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

71
გაზიარება
გურიელის N5-ის მიმდებარედ გზის საფარის მოწყობის სამუშაოები სრულდება. პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი 1305 კვ. მ ფართობზე იგება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 95 735 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე მოეწყობა ბორდიური და დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბირბიჩაძესთან და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილთან ერთად შეხვდა.

კომენტარი