რა ღირს ბინები თბილისის ათივე რაიონში?

რა ღირს ბინები თბილისის ათივე რაიონში?

122
გაზიარება

ორგანიზაციამ თბილისში საცხოვრებელი ფართების ღირებულება შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა.

ცნობისთვის, მონაცემები შედგენილია ერთი კვადრატული მეტრის ღირებულების მიხედვით.

აღნიშნული მონაცემებით, მთაწმინდაზე 1 კვადრატული მეტრი ბინის ფასი 1032 დოლარს შეადგენს. შემდეგ პოზიციაზეა ვაკე, სადაც 1 კვ.მ ფართობი საშუალოდ, 985 დოლარი ღირს. მესამე პოზიციას კი საბურთალო იკავებს, აქ 1 კვადრატულის ფასი 899 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, ასე გამოიყურება:

  • კრწანისი – 798 დოლარი
  • ჩუღურეთი – 733 დოლარი
  • დიდუბე – 687 დოლარი
  • ისანი – 575 დოლარი
  • გლდანი – 550 დოლარი
  • ნაძალადევი – 544 დოლარი
  • სამგორი – 512 დოლარი

წყარო:bpn.ge

კომენტარი