რესტორანი ჩანჩქერის ქვეშ

რესტორანი ჩანჩქერის ქვეშ

200
გაზიარება

ეს რესტორანი ფილიპინებზე Villa Escudero Resort-ის კურორტზე, ჩანჩქერის ქვეშ მდებარეობს. ტრადიციული სუფრის დაგემოვნების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთ მაგიდასთან ახლოს ჩაწვნენ მოჩუხჩუხე წყალში ან ბამბუკის ტივით გაისეირნონ. ბუნებასთან ასეთი შერწყმა, განსაკუთრებით, ბავშვებს იზიდავს, ვინაიდან ისინი თავს აკვაპარკში გრძნობენ.

ეს, ალბათ, ერთ-ერთი უნიკალური ადგილია, სადაც არ გჭირდება დრესკოდის დაცვა, სადაც თავისუფლად შეგიძლია იარო ფეხშიშველმა. ეს ადგილი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. ბამბუკის მაგიდები პირდაპირ წყალში დგას, ამ ხელოვნურ ჩანჩქერთან და სტუმრებიც სიამოვნებით გრილდებიან.

იმისათვის, რომ სტუმრები მზის პირდაპირი სხივებისგან დაიცვან, რესტორნის მფლობელებმა მაგიდებს თავზე მუქი ფერის ნაჭერი გადააკრეს. მას შემდეგ, რაც მომხმარებლები ადგილობრივ, ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებენ, შეუძლიათ, მდინარეზე ტივებით გაისეირნონ ან სულაც მოკაზმული, ღია მანქანით ქოქოსის პლანტაციები დაათვალიერონ.

თუკი ამ ადგილებში მოხვდებით, აუცილებლად უნდა წახვიდეთ ჩიტების ბაღში, სადაც 600-მდე სახეობის ფრინველმა მოიყარა თავი. ისინი თავისუფლად დაფრინავენ ულამაზეს ბაღში და სულაც არ ეშინიათ ადამიანების.

კომენტარი